სუბირ ლალი - ვხედავთ, რომ ინფლაცია ნორმალიზდება და უახლოვდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან დონეს

საქართველოს ეკონომიკა კარგად აგრძელებს განვითარებას. ეს არის სამწლიანი კარგი ზრდის შედეგი. ჩვენ ველოდებით, რომ ეს ზრდა 5.7-მდე შემცირდება. სამი წლის განმავლობაში ასეთი ზრდის ფაქტორი სხვადასხვა იყო და ახლა ეს ზრდა შენელდება და საშუალოსთან მივა, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალიმ განაცხადა.

„ჩვენ მივუახლოვდით 2 კვირიანი მისიის დასასრულს, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი ქვვეყნების უმეტესის ეკონომიკის ყოველწლიურ შემოწმებას ვახორციელებთ. დასკვნებს წარვუდგენთ აღმასრულებელ საბჭოს და მისი განხილვის შემდეგ ანგარიში გამოქვეყნდება დაახლოებით, მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში. საქართველოს ეკონომიკა კარგად აგრძელებს განვითარებას. ეს არის სამწლიანი კარგი ზრდის შედეგი. ჩვენ ველოდებით, რომ ეს ზრდა 5.7-მდე შემცირდება. სამი წლის განმავლობაში ასეთი ზრდის ფაქტორი სხვადასხვა იყო და ახლა ეს ზრდა შენელდება და საშუალოსთან მივა. ვხედავთ, რომ ინფლაცია ნორმალზდება და უახლოვდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან დონეს“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა.

მან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„ამ ვიზიტზე დაფუძნებული ჩვენი რეკომენდაციები უზრუნველყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობა და მდგრადობა გაგრძელდეს და ასევე გაგრძელდეს რეფორმები, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს, რა თქმა უნდა, ბევრი თვალსაზრისით დაეხმარება, ეს ხელს უწყობს ძლიერ პოლიტიკას, სტაბილურ ზრდას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

ჩვენ გირჩევთ ფრთხილ მიდგომას მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცენტრალური ბანკის უსაფრთხოება,“- აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება