პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სარეკლამო შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სარეკლამო შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არაერთმა მოქალაქემ მიმართა, სამსახური დადგენილ ვადებში განიხილავს სათანადო წესით წარმოდგენილ თითოეულ განცხადებას და შეაფასებს მათში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, სამსახურმა შეაფასა სარეკლამო შეტყობინებებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი მომართვების შინაარსიდან გამოკვეთილი ზოგადი ტენდენციები.

აღნიშნულის საფუძველზე, განცხადებებში მითითებულ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირების პარალელურად, სამსახურმა დაიწყო მნიშვნელოვანი მოცულობის მონაცემების დამმუშავებელი სხვადასხვა პროფილის (საბანკო, სააფთიაქო, ტანსაცმლით და საკვები პროდუქტებით ვაჭრობის, აზარტული თამაშების, სამშენებლო, სატელეფონო კავშირგაბმულობის სფერო) ორგანიზაციების მიერ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების პროცესების შესწავლა.

„აღსანიშნავია რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი 1 მარტიდან მოქმედებს. მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება დასაშვებია მხოლოდ ინფორმირებული, კონკრეტული, თავისუფალი, მკაფიო, აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. ზოგიერთი ორგანიზაცია კვლავ აქტიურად აგრძელებს მონაცემთა სუბიექტების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას. ამგვარი ქმედება კანონიერად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ იგი სატელეფონო ნომრით მოსარგებლე პირის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობის საფუძველზე ხორციელდება“, - ნათქვამია იფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება