„ჯივიპი“ გლდანი-ნაძალადევის სატუმბო სადგურის ინფრასტრუქტურას განაახლებს

Aqualia „ჯივიპიში" ევროპული სტანდარტების დანერგვას ინფრასტრუქტურული ობიექტების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვითა და განახლებით აქტიურად აგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლების პროექტის ფარგლებში „ჯივიპის" მონადირის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სატუმბო სადგური გლდანისა და ნაძალადევის რაიონების სტაბილურ და გამართულ წყალმომარაგებას ემსახურება.

„რეაბილიტაციის ფარგლებში სატუმბო სადგურზე მესამე, მაღალი სიმძლავრის ენერგოეფექტური ტუმბო-აგრეგატი დამონტაჟდება, რაც ორი არსებული ტუმბო-აგრეგატის ფუნქციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს, ასევე მოეწყობა ორი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, შედეგად გლდანისა და ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 200 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

ახალი ტუმბო-აგრეგატის ექსპლუატაციაში შესასვლელად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 19 მარტს დღის 12:00 საათიდან, 20 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანი-ნაძალადევის რაიონში - ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის, ხიზაბავრის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანჯღავას, ჩიქვანაიას ქუჩებს; გაზის, ავჭალა 2-ის, ცენტოლიტის და ავშნის დასახლებებს; ხევძმარის ქუჩა N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გამარჯვების ქუჩებს და ანდრონიკაშვილის II შესახვევს; ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის, გობრონიძის N46, ავშნის ქუჩას, ნუშის, ანტონ მე-2-ის, მონადირის, ფირცხალავას, ძმები ჭილაშვილების, ფრანგიშვილის ქუჩებს, მუხიანის I, II, III, IV ა და IV ბ მიკრორაიონებს, გობრონიძის, ზღვის უბნის III მიკრორაიონს, მუხიანის აგარაკებს.

სოფელ გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, თავდადებულის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

„ჯივიპი“ გლდანი-ნაძალადევის სატუმბო სადგურის ინფრასტრუქტურას განაახლებს

Aqualia „ჯივიპიში" ევროპული სტანდარტების დანერგვას ინფრასტრუქტურული ობიექტების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვითა და განახლებით აქტიურად აგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლების პროექტის ფარგლებში „ჯივიპის" მონადირის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სატუმბო სადგური გლდანისა და ნაძალადევის რაიონების სტაბილურ და გამართულ წყალმომარაგებას ემსახურება.

„რეაბილიტაციის ფარგლებში სატუმბო სადგურზე მესამე, მაღალი სიმძლავრის ენერგოეფექტური ტუმბო-აგრეგატი დამონტაჟდება, რაც ორი არსებული ტუმბო-აგრეგატის ფუნქციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს, ასევე მოეწყობა ორი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, შედეგად გლდანისა და ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 200 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

ახალი ტუმბო-აგრეგატის ექსპლუატაციაში შესასვლელად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 19 მარტს დღის 12:00 საათიდან, 20 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანი-ნაძალადევის რაიონში - ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის, ხიზაბავრის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანჯღავას, ჩიქვანაიას ქუჩებს; გაზის, ავჭალა 2-ის, ცენტოლიტის და ავშნის დასახლებებს; ხევძმარის ქუჩა N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გამარჯვების ქუჩებს და ანდრონიკაშვილის II შესახვევს; ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის, გობრონიძის N46, ავშნის ქუჩას, ნუშის, ანტონ მე-2-ის, მონადირის, ფირცხალავას, ძმები ჭილაშვილების, ფრანგიშვილის ქუჩებს, მუხიანის I, II, III, IV ა და IV ბ მიკრორაიონებს, გობრონიძის, ზღვის უბნის III მიკრორაიონს, მუხიანის აგარაკებს.

სოფელ გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, თავდადებულის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა