ზურაბ ჭიაბერაშვილი - სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, რადგან ეს არის წინაპირობა, რომ ქართველმა ხალხმა ნაბიჯები გადადგას ევროკავშირისა და ნატო-სკენ

სტოლტენბერგის განცხადება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით, მოწმობს იმას, რომ ეს არის მთავარი წინაპირობა ევროკავშირსა და NATO-ში გასაწევრიანებლად , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს არა კავკასიურ კონტექსტში, არამედ როგორც ევროკავშირისა და NATO-ს მომავალ წევრ ქვეყანას ისე უნდა მოიხსენიებდნენ.

„გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კავკასიურ კონტექსტში კი არ მოგვიხსენიებდნენ, არამედ ქვეყნად, სადაც დემოკრატიული რეფორმები ხორციელდება და რომელიც ძალიან მალე გახდება როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს წევრი. ჩვენ რომ დღეს ამ მიმართულებით ჩამორჩენა და პრობლემები გვაქვს, ისევ კავკასიურ კონტექსტში რომ აღმოვჩნდით, ეს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის დამსახურებაა. სტოლტენბერგმაც ხაზი გაუსვა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ზუსტად იმიტომ, რომ ეს არის წინაპირობა იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა ნაბიჯები ევროკავშირისა და NATO-სკენ გადადგას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს