ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით პარტიების წარმომადგენლებთან სასწავლო შეხვედრა გაიმართა

ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიების წარმომადგენლებთან სასწავლო - საინფორმაციო შეხვედრები გამართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, არსებული გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიეწოდათ.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პირადად ენახათ, თუ როგორ მუშაობს ელექტრონული აპარატები.

„ამჯერად შეხვედრებში მონაწილეობა იმ პარტიების წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებიც წარმოდგენილი არიან საკანონმდებლო ორგანოში, ან იღებენ კანონით გათვალისწინებულ დაფინანსებას, ან ჰყავთ წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

17-18 მარტს გამართულ სასწავლო - საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა საერთო ჯამში 700-მდე ადამიანმა მიიღო. აღნიშნული ტიპის შეხვედრები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და უფრო ფართომასშტაბიანი გახდება“, - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს