სუბირ ლალი - ეროვნული ბანკი ქვეყნისა და ეკონომიკის ნავიგაციისას მთავარი მოთამაშეა - მიზანი მისი დამოუკიდებლობისა და სანდოობის შენარჩუნებაა

მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და სანდოობის შენარჩუნებაა, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალიმ განაცხადა.

სუბირ ლალიმ სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

„არის რამდენიმე საკითხი, ნება მომეცით ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვანს. მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და სანდოობის შენარჩუნებაა. იგი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და განსაკუთრებული გაურკვევლობის პერიოდში ქვეყნისა და ეკონომიკის ნავიგაციისას მთავარი მოთამაშეა.

რაც შეეხება პრობლემებს და როგორც იცით, პროგრამასთან დაკავშირებით გასულ ზაფხულს დაიწყო. კარგი პრაქტიკაა საბჭოში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობის ყოფნა და ამის უზრუნველყოფის ერთ-ერთი გზა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გაფართოებაა. ეს ერთი გზა იქნება. აუცილებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მემკვიდრეობის გეგმა მკაფიოდ განისაზღვროს, ის თუ ვინ იქნება შემდეგი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს. კიდევ ერთი საკითხია ეროვნული ბანკის საპრეზიდენტო სტილის მოდელი, სადაც, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად შეუძლია და საუკეთესო პრაქტიკა არის უფრო კოლეგიალური მოდელი, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბჭოს წევრების უმრავლესობა მონაწილეობს. ეს ის საკითხებია, რომლებიც გვსურს, რომ ჩვენი საუბრის ნაწილი იყოს. ვიცით, რომ საბჭოში არის ვაკანსიები, ამ დროისთვის ოთხი ვაკანსიაა, მაგრამ ეს ცალკე თემაა და არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური სტრუქტურა“, - განაცხადა სუბირ ლალიმ.

ცნობისთვის, სავალუტო ფონდმა საქართველოს მხარდაჭერი პროგრამა ზაფხულში შეუჩერა. მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა და მას შემდეგ გადაიდო, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება