ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რომელშიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელიც მონაწილეობდა, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. მინისტრმა აღნიშნული ნაბიჯისთვის კოლეგებს მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს გამოყოფა და ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში უკრაინის დახმარების ფონდის შექმნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომაც გამოაცხადა.

„ევროკავშირი თავის ვალდებულებებს ასრულებს. უკრაინის დახმარების ფონდი ჩვენს სიტყვებს ქმედებად აქცევს. ფონდის დახმარებით რუსული აგრესიისგან თავდაცვაში უკრაინის მხარდაჭერას ყველა საშუალებით იქამდე გავაგრძელებთ, სანამ საჭირო იქნება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება