ირაკლი კობახიძე - Swissôtel Tbilisi-ის  გახსნა არის ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება

თბილისის ცენტრში საერთაშორისო სტანდარტების პრემიუმბრენდის სასტუმრო Swissôtel-ის გახსნა არის ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმროს Swissôtel Tbilisi გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. ამ მიმართულებით საკვანძო როლი ენიჭება ინფრასტრუქტურის განვითარებას. მხოლოდ გასული 14 თვის განმავლობაში საქართველოში 220 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა კონკრეტულად, სასტუმროების სფეროში და ქვეყნის მასშტაბით 8 000 ახალი საწოლი ადგილი შეიქმნა. ამბიციური გეგმები გვაქვს მომდევნო წლებისთვის. გვინდა, 2027 წლამდე დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიციები განხორციელდეს ამ სფეროში, რის საფუძველზეც 37 000 ახალი საწოლი ადგილი შეიქმნება. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან, ინვესტორებთან ერთად", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ სასტუმროს მფლობელსა და ინვესტორ ემინ უჩარს, ასევე მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ჯგუფის Accor-ის ხელმძღვანელობას სასტუმროს გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სასტუმროს მშენებლობისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 50 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს Accor-ის ახალი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა ალექსის დელაროფმა და „მაქრო ჯგუფის" პრეზიდენტმა ემინ უჩარმა.

ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; თბილისის მერი კახა კალაძე; დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო