მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი შესაძლოა, ოქტომბერში ჩატარდეს

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი შესაძლოა, ოქტომბერში ჩატარდეს, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

მაია სანდუმ განმარტა, რომ რეფერენდუმი შეიძლება ოქტომბერში ჩატარდეს, თუმცა თარიღს პარლამენტი აირჩევს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭირონ.

რეფერენდუმი გადაწყვეტს, დაფიქსირდება თუ არა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები კონსტიტუციაში.

მაია სანდუმ აღნიშნა, რომ რეფერენდუმის საშუალებით, მთავრობის შეცვლის შემთხვევაშიც კი, ქვეყნის პროევროპული გზიდან გადახვევა არ მოხდება.

„ეს ხელახლა უნდა დადასტურდეს და კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რათა ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, პოლიტიკური კლასისთვის განვითარების ამ მიმართულებასთან დაკავშირებით ხალხის ხმა სავალდებულო იყოს“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მაია სანდუმ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გეგმები გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა.

მაია სანდუ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობის მეორე ვადით დაკავებას ეცდება. ჯერჯერობით უცნობია, დაუშვებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომ რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ჩატარდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება