ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე დაახლოებით 30 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, „რომლებიც პასუხისმგებლები არიან ალექსეი ნავალნის სიკვდილზე“.

ამასთან, ჯოზეფ ბორელს აღნიშნული პირები და ორგანიზაციები არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს არქტიკის ციხეში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია ქმრის სიკვდილში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს. დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ ნავალნის სიკვდილზე პუტინი და რუსეთის სახელმწიფო არიან პასუხისმგებელი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება