POLITICO - სი ძინპინი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მაისის დასაწყისში პარიზს ეწვევა და ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდება, - ინფორმაციას POLITICO ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.

POLITICO წერს, რომ ჩინეთის ლიდერის ვიზიტი ემთხვევა პარიზისა და პეკინის დიპლომატიური ურთიერთობების 60 წლის იუბილეს იმ ფონზე, როდესაც ჩინეთს სურს აღადგინოს გაუარესებული ურთიერთობები ევროპასთან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი "უსაზღვრო პარტნიორობის" გამო.

„მაგრამ განწყობა საფრანგეთში, სავარაუდოდ, განსხვავებული იქნება იმ დღესასწაულებთან შედარებით, რომლებიც აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების 50 წლისთავთან დაკავშირებით. ეს იქნება ნაკლებად სადღესასწაულო და უფრო სტუდიური, არსებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფსონების გათვალისწინებით,”- განაცხადა ინფორმირებულმა წყარომ POLITICO-სთან საუბარში.

გამოცემა წერს, რომ სი ძინპინის ვიზიტს ყურადღებით დააკვირდებიან ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში.

ამასთან, ოფიციალურმა პირებმა POLITICO-ს ცოტა ხნის წინ განუცხადეს, რომ ჩინეთი ცდილობს დაარწმუნოს ევროპა, დაუშვას რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, პოტენციურად შვეიცარიაში - წინააღმდეგ შემთხვევაში პეკინი ბოიკოტს გამოუცხადებს ასეთ შეხვედრებს.

POLITICO-ს ინფორმაციით, აპრილში ჩინეთში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ვიზიტი იგეგმება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება