კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, გიორგი გოგიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის, "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის" წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის, გიორგი გოგიაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, გიორგი გოგიაშვილთან ერთად, ასევე, დაიღუპა ქართველი მებრძოლი, ნოდარ ნასიროვი, რომელიც უკრაინაში დაკრძალეს. „ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს მახლობლად, დაიღუპნენ.

„გიორგი გოგიაშვილს, 21 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ქართველი მოხალისეებიც იბრძვიან. 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში, დაღუპულია 50-ზე მეტი ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს