იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც უწყების მიერ გაწეულ სამივლინებო ხარჯებს შეეხება, ფაქტებით მანიპულაციაა და მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს

იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც უწყების მიერ გაწეულ სამივლინებო ხარჯებს შეეხება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ტელეკომპანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყებას ჯერ კიდევ გასული წლის 2 დეკემბერს აქვს გავრცელებული განცხადება, სადაც დეტალურადაა განმარტებული, თუ რა პროექტების განხორციელებას მოხმარდა მივლინებებში დახარჯული თანხები, ტელეკომპანია განაგრძობს ფაქტებით მანიპულაციას და კვლავ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

შეგახსენებთ, რომ ნახსენები თანხიდან 6,4 მილიონი ლარი არის სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც გულისხმობს 750 ამზომველის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწის ნაკვეთების აზომვის მიზნით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილებასა და განთავსებას, ასევე, გადამზადება-ტრენინგებს, 64 მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრებს”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს