ლიბერთიმ „ტოპქარდის“ პორტფელი შეიძინა

ლიბერთიმ რებანკის პროდუქტი „ტოპქარდი“ და საცალო საკრედიტო პორტფელი შეიძინა. ახალი პროდუქტის ლიბერთის სისტემაში ინტეგრაციის პროცესი ეტაპობრივად, ორი თვის მანძილზე განხორციელდება. დღეიდან ამ პერიოდის განმავლობაში „ტოპქარდის“ მომხმარებლები კვლავ ჩვეულებრივ მიიღებენ რებანკის საცალო მომსახურებას, ხოლო ორი თვის შემდეგ, არსებული პირობებით ისარგებლებენ ლიბერთი ბანკში.

ლიბერთის გუნდის გადაწყვეტილება რებანკის საცალო პროდუქტის „ტოპქარდი“ შეძენის თაობაზე. ლიბერთის უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების გზაზე კიდევ ერთი სტრატეგიული ნაბიჯია.

ლიბერთის საცალო მიმართულება დინამიურად ვითარდება, ძლიერდება გუნდი, იქმნება მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, რომელთა შორის „ტოპქარდი“ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

მივესალმები ახალ მომხმარებლებს, რომლებიც სულ მალე შემოგვიერთდებიან და მადლობას ვუხდი ამ პროცესში ჩართულ ლიბერთისა და რებანკის გუნდის თითოეულ წევრს“, - ბექა გოგიჩაიშვილი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება