ირაკლი კობახიძე - ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საეჭვო საქმიანობაშია ჩართული - არასამთავრობო ორგანიზაციების „ერთ ქვაბში ჩაყრა“ არ შეიძლება, დიფერენცირება არის საჭირო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საეჭვო საქმიანობაშია ჩართული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მესამე სექტორის დიფერენცირებაა საჭირო.

„არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, თუმცა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული. ასე არასამთავრობო ორგანიზაციების „ერთ ქვაბში ჩაყრა“ არ შეიძლება, არის არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ეკოლოგიური, სოფლის მეურნეობის საკითხით არის დაკავებული და ა.შ. თუმცა, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საეჭვო საქმიანობაში არის ჩართული, მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ღიად ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ჩართული იყვნენ პოლიტიკურ საქმიანობაში და ასე შემდეგ. დიფერენცირება არის საჭირო, სადაც ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა, ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ თუ სადმე ირიბად ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ეს არის ცუდი. დანარჩენი, დეტალებია სანახავი“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს