პაატა მანჯგალაძე - სიმბოლურია არა მე-5 ვეტო, არამედ ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც ისაუბრა, რომ რეფორმებია აუცილებელია - ვეტოს დაძლევა ეწინააღმდეგება ამ დემოკრატიულ ცვლილებებს

სიმბოლურია არა 5-იანი, არამედ ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც ღიად ისაუბრა, რომ რეფორმები საქართველოში აუცილებელია. ვეტოს დაძლევა ეწინააღმდეგება სწორედ ამ დემოკრატიულ ცვლილებებს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგმა მინიშნებები გააკეთა იმ პრობლემებზე რომლის წინაშეც საქართველოა.

"სიმბოლურია არა ის, რომ პრეზიდენტმა მეხუთედ დაადო ვეტო, არამედ სიმბოლურია ის, რომ ეს ხდება

იმ პირობები, როდესაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ღიად განაცხადა საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობის შესახებ, განაცხადა რეფორმების აუცილებლობის შესახებ. თქვენ იცით, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირები, როგორიც არის ნატოს გენერალური მდივანი, არ საუბრობს შემთხვევით. მან ისაუბრა დემოკრატიაზე, მართლმსაჯულებაზე სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ეს მინიშნებებია სწორედ იმ ხარვეზებზე და პრობლემებზე, რომელიც დღეს აქვს საქართველოს და მის ხელისუფლებას," - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს