ანა ბუჩუკური - მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდის სახედ იქცა, ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი „ოცნებაა“ - ჩვენი პარტია კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვება

მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდის სახედ იქცა - ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი "ოცნებაა", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მისი პარტია ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვება.

"რა თქმა უნდა, ჩავერთვებით ამ კანონპროექტის განხილვაში. რაც შეეხება ზოგადად, პროპაგანდას - პროპაგანდა არის ყველაზე ცუდი. მათ შორის, განსაკუთრებით მძიმეა ბავშვების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა. დღეს იცით მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი ვინ არის ქვეყანაში? "ოცნება"! შედით "გუგლში", ჩაწერეთ ქართულად ლგბტ პროპაგანდა, გადადით სურათებში და თავში ამოაგდებს მხოლოდ და მხოლოდ მამუკა მდინარაძის სურათებს. იცით რატომ? ლგბტ პროპაგანდის სახედ იქცა ეს ადამიანი.

ყველანაირი პროპაგანდა არის მიუღებელი. ჩემთვის ყველაზე ამორალურია, რომ დღეს "ოცნება" იქამდე მივიდა, რომ ისეთ ფასეულობებს და ღირებულებებს ამოეფარება ხოლმე, როგორც არის მაგალითად ეკლესია, რელიგიური გრძნობები, ოჯახური ღირებულებები, აგერ უკვე ბავშვები. ეს არის სირცხვილი და ამორალურობა. აი, აქამდე დავიდა "ოცნება", - განაცხადა ბუჩუკურმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი