ირაკლი კობახიძე - გვარამიას მელიასთან აქვს კონკურენცია და იმედია, ერთმანეთში გაიყოფენ თანამდებობებს - არასერიოზულია ეს ყველაფერი, ბარიერის გადალახვის რესურსი ამ გაერთიანებას, არ აქვს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო ბარიერის გადალახვის რესურსი არ აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად აქვს გვარამიას პრემიერ-მინისტრობის პერსპექტივა, კობახიძე პასუხობს, რომ „თანამდებობები ჯერ ერთმანეთში უნდა გაიყონ“.

„ნუ, ჯერჯერობით, მას მელიასთან აქვს კონკურენცია და ერთმანეთში იმედია, გაიყოფენ თანამდებობებს. რა თქმა უნდა, არასერიოზულია ეს ყველაფერი, ბარიერის გადალახვის რესურსი ამ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ბუნებრივია, არ აქვს. შესაბამისად, დანარჩენი ცარიელი საუბრებია“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მელიას უფრო მეტი შანსები აქვს, თუ გვარამიას, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს „რიტორიკული შეკითხვაა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს