რატი ბრეგაძე პატიმრის გარდაცვალებაზე - ეს იყო ბუნებრივად გარდაცვალება და ამის ეთერში ჩვენება არის ყოვლად დაუშვებელი, ამორალური ქმედება - ნუ გამოიყენებთ ადამიანურ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის

ადამიანის გარდაცვალების ეთერში ჩვენება არის ყოვლად დაუშვებელი, ამორალური ქმედება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა, რომელიც პატიმრის გარდაცვალებას შეეხებოდა.

რატი ბრეგაძის თქმით, ეს იყო ადამიანის ბუნებრივი სიკვდილი და არა სისტემის მხრიდან ჩადენილი დანაშაული.

„ის, რაც საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეარხის გადაცემაში იხილა, ეს იყო ყოვლად დაუშვებელი. დაუშვებელია ეთერში ვაჩვენოთ საზოგადოებას, ადამიანის გარდაცვალება. ამას სამარცხვინოც არ შეიძლება ეწოდოს. ოჯახის ნებართვა შეიძლება იყოს, მაგრამ ყველა ტელევიზია, არ აქვს მნიშვნელობა რომელი იქნება, ვალდებულია იზრუნოს არასრულწლოვანებზე. პირადად ვნახე რამდენიმე ადამიანი, რომელიც ნანახით შოკირებული იყო. ეს იყო ადამიანის ბუნებრივი გარდაცვალება და შეგიძლიათ საავადმყოფოებშიც იაროთ და ნახოთ, რეანიმაციაში როგორ ტოვებენ ადამიანები ამ წუთისოფელს. ადამიანის გარდაცვალების ეთერში ჩვენება არის ყოვლად დაუშვებელი, ამორალური ქმედება. მაქვს ერთი კითხვა, ერთხელ მაინც თუ გაგიშვიათ სიუჟეტი თქვენს ტელევიზიაში იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ციხეში 2012 წლამდე წამებით მოკლეს?!“ - განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„მოკვლევა კი არა, გამოძიება მიმდინარეობს. თუკი ვინმეს მიუძღვის ბრალი, რა თქმა უნდა, შესაბამისი წესით პასუხს აგებს. ყოფილა პენიტენციურ სისტემაში, როდესაც დამდგარა, მათ შორის თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი და ეს არავის უხარია, მაგრამ ხდება ხოლმე გადაცდომაც, დანაშაულიც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველამ იხილა, რომ ეს იყო ადამიანის ბუნებრივი სიკვდილი. ეს ადამიანი გადაყვანილი იყო ექსპერტიზაზე და პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. სხვა მხრივ, პენიტენციური სამსახურის აბსოლუტურად ყველა ქმედება კორექტული იყო. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები ყოფილა, ვგულისხმობ, ციხეში პატიმრის გარდაცვალებას. მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ გამოიყენებთ ადამიანურ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება