დავით უსუფაშვილი - სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული - დიახ, მათ აშინებთ „ლელოს“ მზარდი რეიტინგი, აშინებთ საკუთარი ამომრჩევლის იმედგაცრუება მათი პოლიტიკით

სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული - დიახ, მათ აშინებთ „ლელოს“ მზარდი რეიტინგი, დიახ, მათ აშინებთ საკუთარი ამომრჩევლის იმედგაცრუება მათი პოლიტიკით, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთითხნილი ბრალდებები მოისმინა „ლელოს" მიმართ.

„სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის მიმართ და კონკრეტულად „ლელოს“ მიმართ. ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებამ მოისმინა სრულიად წარმოუდგენელი, არნახული ტყუილები, შეთითხნილი ბრალდებები „ლელოს“ მიმართ. ახლა გვაბრალებენ, რომ ჩვენ თურმე, ცესკოს თავმჯდომარის [მიმართ] უბედურებას ვაპირებდით, მერე ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცესკოში და ამით არჩევნებში გამარჯვებას. იცით, ეს სირცხვილის მიღმა რომ რაღაცებია, იქ მდებარეობს. ეს აიხსნება ერთადერთი რამით - დიახ, მათ აშინებთ „ლელოს“ მზარდი რეიტინგი და მზარდი პოპულარობა საზოგადოებაში, დიახ, მათ აშინებთ საკუთარი ამომრჩევლის იმედგაცრუება მათი პოლიტიკით და ამის შედეგია ეს ყველაფერი”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება