ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ავიაკომპანია Red Wings-ს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით დამატებით ფრენების დაწყების თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ავიაკომპანია Red Wings-ს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით დამატებით ფრენების დაწყების თაობაზე არ მოუმართავს.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ავიაკომპანიის მიმართ არ არსებობს სანქციები, ამასთან შესაბამისობაშია მოთხოვნებთან.

„ერთი ნაწილია, რომ რუსულმა მხარემ თავის კომპანიას რაღაც ნებართვა მისცა, ანუ, მათ აიღეს თავისი ადმინისტრაციისგან ნებართვა, საქართველოში ფრენაზე, მაგრამ ჩვენ თუ არ მოგვმართეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენთან დაიწყებენ ფრენას. იქ კონკრეტული თარიღები და მიმართულებები უნდა შეთანხმდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, რა მომართვაც არ შემოსულა ჩვენთან დამატებით ამ ფრენებზე. თუმცა, რამდენადაც ხომალდები, რომელსაც ეს კომპანია იყენებს სხვა შემთხვევაში, შესაბამისობაშია იმ მოთხოვნებთან, რომელიც გავაჟღერეთ, ასევე ავიაკომპანიის მიმართ არ არსებობს სანქციები, ამ კომპანიამ შესაძლოა მიიღოს ნებართვა თუ მოგვმართავს, მაგრამ ჯერ ჩვენთვის არავის მოუმართავს“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში სანქცირებული ხომალდები და ავიახაზები არ დაფრინავენ, საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად ყველა კომპანიას აქვს ძალიან მარტივი ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის საზოგადოებასთან.

„სამოქალაქო ავიაციის საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს გარეშე.“,-აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, ავიაკომპანია Red Wings -ზე გასცა წინასწარი ნებართვა, დაიწყოს დამატებითი ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება