USAID-ის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საერთაშორისო ექსპერტებს რეგიონებში უმასპინძლა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას განახლებადი ენერგეტიკის სექტორში უნარების განვითარების პროექტის ფარგლებში, უმსხვილესი საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის TATA Power Company ექსპერტები სტუმრობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ვიზიტი 29 იანვრიდან 23 თებერვლამდე გაგრძელდა და მისი მიზანი ჰიდროენერგეტიკის სექტორში საკადრო და უნარების საჭიროებების დეტალური შესწავლა იყო.

„პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა შედგა, მიზნად ისახავს ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორების მოსამზადებელი ტრენინგ-პროგრამის შემუშავებას და დანერგავს საქართველოს ექვს რეგიონში.

ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები პროექტის გუნდთან ერთად ადგილზე ეწვიენ რეგიონებს და შეისწავლეს საჭიროებები შუახევის ჰესზე ზემო აჭარაში, საშუალა 2 და საშუალა 3 ჰესებზე გურიაში, ლახამის ჰესზე და მესტიაჭალა 2-ზე სვანეთში, დარიალის ჰესზე და დებედას ჰესზე ქვემო ქართლში. შეხვედრები ასევე, გაიმართა პროექტის მონაწილე კოლეჯებში: ჰორიზონტი (ოზურეგთი), ბლექსი (შუახევი), თეთნულდი (მესტია), ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი (სტეფანწმინდა), და მოდუსი (მარნეული).

ჰესებსა და კოლეჯებში მიღებული ინფორმაციისა და გადაცემული მასალების საფუძველზე საერთაშორისო ექსპერტები შეიმუშავებენ ჰესების ოპერატორის მოსამზადებელ ტრენინგ პროგრამას, რომლის შემდგომი განხილვა და ვალიდაცია პროექტის მონაწილე და პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან მოხდება. საბოლოოდ, ტრენინგ პროგრამა დაინერგება პროექტის მონაწილე კოლეჯებში.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ, USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია (GREDA) და პროფესიული უნარების სააგენტო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება