ნანა ტოხვაძე - ივანიშვილის პირობებში ემიგრაცია შეუქცევადი გახდა

ივანიშვილის პარტიამ ცხოვრების გაუსაძლისი პირობები შექმნა, რაც აიძულებს ასიათასობით ქართველს ყოველწლიურად დატოვოს საკუთარი ოჯახი და მშობლიური სახლი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების დამსახურებით, 800 000-მა მოქალაქემ უკვე დატოვა ქვეყანა და დღესაც, ყოველი მეოთხე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს

„ივანიშვილის პარტიამ ცხოვრების გაუსაძლისი პირობები შექმნა, რაც აიძულებს ასიათასობით ქართველს ყოველწლიურად დატოვოს საკუთარი ოჯახი და მშობლიური სახლი.

გაძვირებული ცხოვრება, მაღალი ფასები, დაბალი შემოსავალი და უპერსპექტივობა ემიგრაციას შეუქცევად პროცესად აქცევს. ერთი უბედურებაა, რომ ხელისუფლების დამსახურებით 800 000-მა მოქალაქემ უკვე დატოვა ქვეყანა და დღესაც, ყოველი მეოთხე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. შედეგად მივიღეთ გახლეჩილი ოჯახები, უდედმამოდ გაზრდილი ბავშვები, მათ ცრემლებსა და მონატრებაში გატარებული წლები.

ჩვენი ამოცანაა, ოქტომბერში დავასრულოთ ეს უსამართლობა. სწრაფი რეფორმებით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და შევქმნათ სახელმწიფო, სადაც ემიგრანტები დაუბრუნდებიან სამშობლოს და თითოეული მოქალაქე აქ იპოვის ღირსეული დასაქმების ადგილს. ამ შესაძლებლობებზე ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს ემიგრანტებთან. ხვალ, 19 მარტს, 5 საათზე გიორგი ვაშაძე და „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები ბრიუსელში ხვდებიან ჩვენს თანამემამულეებს“ ,- განაცხადა ნანა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება