ლაშა ფარულავა - „ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანიები, რომლებიც არიან ფავორიტები, იგებენ ტენდერებს, არ ასრულებენ სამუშაოებს და ეს სისტემური ხასიათის პრობლემად იქცა

კახა კალაძე თბილისელებს დაჰპირდა, რომ სერვისი გაუმჯობესდებოდა, გაუძვირა ტრანსპორტის ღირებულება და ჩვენ ვხედავთ, ავლაბრის და ვარკეთილის მეტროსადგურებს, სადაც მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას, რომ რეაბილიტაციის დასრულების ვადამ გადაიწია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განცხადებით, „კორუფციული ინტერესებია, „ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანიები, რომლებიც არიან ფავორიტები, იგებენ ტენდერებს, არ ასრულებენ სამუშაოებს და ეს სისტემური ხასიათის პრობლემად იქცა თბილისელებისთვის“.

კახა კალაძე თბილისელებს დაჰპირდა, რომ სერვისი გაუმჯობესდებოდა, გაუძვირა ტრანსპორტის ღირებულება და ჩვენ ვხედავთ, ავლაბრის და ვარკეთილის მეტროსადგურებს, სადაც მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას, რომ რეაბილიტაციის დასრულების ვადამ გადაიწია. ეს არის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი იმის, რომ კორუფციული ინტერესებია „ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანიები, რომლებიც არიან ფავორიტები, იგებენ ტენდერებს, არ ასრულებენ სამუშაოებს და ეს სისტემური ხასიათის პრობლემად იქცა თბილისელებისთვის. მეტროსადგურებში არის ხარაჩოები და იქ გადაადგილება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის რამდენად არის უსაფრთხო, ამას სჭირდება შესწავლა. თუ ვინმეს ცხოვრება გაუმჯობესდა ამ ქვეყანაში, ეს არის კალაძე და მისი დაჯგუფება. ჩვენ ვხედავთ გაძვირებულ ტრანსპორტს, რომელიც არ ასახავს იმ სერვისს, რომელიც უნდა იყოს კომფორტული თბილისელებისთვის.

„ბადა კონსტრაქშენი“ არის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფავორიტი კომპანია, რომელიც მუდმივად იგებს ტენდერებს, შემდეგ მას ვადებში არ ასრულებს. პრობლემა არის ხარისხი, სხვადასხვა ჩამორჩენა, თუმცა მაინც ამ კომპანიას უფორმებს ხელშეკრულებას თბილისის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია. რატომ? იმიტომ, რომ ესენი არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები და ეს არის მათი საარჩევნო სქემა - თუ შესწირავ „ქართულ ოცნებას“ ფულს, მაშინ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან ხარ თავისუფალი“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება