თინა ბოკუჩავა - რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? რატომ იცლება ქვეყანა? - ამ კითხვაზე, სავარაუდოდ, კვლავ მივიღებთ დუმილს ან ცინიზმს, სიმართლე კი ისაა, რომ იძულებით ემიგრაციას ფასების კატასტროფული ზრდა და უმუშევრობა იწვევს

ყოველი მესამე ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე, ამიტომ, დღეს ივანიშვილთან, მის პარტიასთან, მის მთავრობასთან და პირადად პრემიერ-მინისტრთან გვაქვს ერთადერთი კითხვა - რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? რატომ იცლება ჩვენი ქვეყანა? დასმულ კითხვაზე, სავარაუდოდ, კვლავ მივიღებთ დუმილს ან ცინიზმს მთავრობის მხრიდან, სიმართლე კი ისაა, რომ იძულებით ემიგრაციას იწვევს საქართველოში ფასების კატასტროფული ზრდა და უმუშევრობა,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„დღეს გვინდა მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს დავუსვათ კითხვა რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს მასობრივ ემიგრაციას? 20112 წლის, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოდან წავიდა 800 ათასი საქართველოს მოქალაქე. მხოლოდ 2022 წელს, 30 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მხოლოდ იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გასამმაგდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ამ დროს კი, საქართველოში იცლება ოჯახები, იცლება სოფლები და ქალაქები. ყოველი მესამე ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე. ამიტომ, დღეს ივანიშვილთან, მის პარტიასთან, მის მთავრობასთან და პირადად პრემიერ-მინისტრთან გვაქვს ერთადერთი კითხვა - რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? რატომ იცლება ჩვენი ქვეყანა? დასმულ კითხვაზე, სავარაუდოდ, კვლავ მივიღებთ დუმილს ან ცინიზმს მთავრობის მხრიდან. სიმართლე კი ისაა, რომ იძულებით ემიგრაციას იწვევს საქართველოში ფასების კატასტროფული ზრდა და უმუშევრობა. ეს არის მწარე რეალობა, რომელსაც ადამიანები იძულებითი ემიგრაციით გაურბიან. ივანიშვილის პირობებში ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის და მისი კორუმპირებული კლანის ინტერესებზე მუშაობს, ხალხისთვის კი, იზრდება მხოლოდ და მხოლოდ ფასები საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე თუ საწვავზე. ჩვენი ამოცანაა, დავაბრუნოთ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები საქართველოში. აქ შევქმნათ მაღალი, ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ჩვენი ამოცანაა, რომ გავამთლიანოთ ოჯახები და ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს, საკუთარი თავის რეალიზება ჰქონდეთ აქ. ევროპულ ქვეყნებში ემიგრაციაში მყოფთა თითქმის 70 % ქალია. ყოველდღიურად დედებს უწევთ უმძიმესი არჩევანის გაკეთება - სიღარიბეში გაზარდონ შვილები თუ ემიგრაციაში წავიდნენ და გზავნილებით არჩინონ. ამ მძიმე რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს მთავრობამ, ნაცვლად დუმილისა ან ცინიზმისა. უნდა მოვისმინოთ პასუხი ჩვენს კითხვაზე - რატომ გარბიან ადამიანები საქართველოდან? რატომ მიდიან იძულებით ემიგრაციაში და რატომ ტოვებს ამდენი საქართველოს მოქალაქე საქართველოს და კიდევ უფრო მეტი ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე. სამწუხაროდ, მძიმე რეალობა ისაა, რომ ამას იწვევს კატასტროფული ფასები და უმუშევრობა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება