ლილე ლიპარტელიანი - „ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს დაკარგული ანგარიშვალდებულება ხალხთან, მათ გაჭირვებასთან, უმუშევრობასთან - ხელისუფლების ერთადერთი საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნებაა

„ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს დაკარგული ანგარიშვალდებულება ხალხთან, მოსახლეობასთან, მათ გაჭირვებასთან, უმუშევრობასთან. არც გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები, არც ურბანული პროექტები, რაც მოსახლეობაზე იქნება მორგებული მათ არ ადარდებთ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა მეტრო ავლაბრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, ხელისუფლების ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ.

„არ აქვს მნიშვნელობა, „ხალხის ძალა“ იქნება, თუ „ქართული ოცნება“, მათ სრულად აქვთ დაკარგული ანგარიშვალდებულება ხალხთან, მოსახლეობასთან, მათ გაჭირვებასთან, უმუშევრობასთან. მათ ანგარიშვალდებულება აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ქოც შემომწირველებთან, ეს „ბადა ჯგუფი“ იქნება თუ „ორიენტი“, არ აქვს მნიშვნელობა სახელს. მათი ყოველი გადადგმული ნაბიჯი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, სხვა მათ ამ ეტაპზე არაფერი აინტერესებთ - არც უმუშევრობა, არც გაჭირვება და არც ადამიანების დასაქმება. საარჩევნო წელია და შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ანგარიშვალდებულება აქვს მხოლოდ შემომწირველ კომპანიებთან, მარტივი სქემა არის - კომპანიები შესწირავენ „ქართულ ოცნებას“ ფულს, ისინი კი მათ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებენ. არც გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები, არც ურბანული პროექტები, რაც მოსახლეობაზე იქნება მორგებული მათ არ ადარდებთ, მათი ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება“, - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია