ქუთაისის მერი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, გასულ წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსში - „სამუსიკო სასწავლებლებისთვის ინსტრუმენტების შეძენა“ - გამარჯვების შედეგად, ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისათვის ახალი როიალი Ritmuler და ელექტრო პიანინო Pearl River შეიძინა.

„ქალაქის მერმა სასწავლებლის სტუდენტებსა და პედაგოგებს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი შენაძენი და წარმატებული ახალგაზრდა პიანისტების გიორგი არაბიძისა და ბექა ბაბუნაშვილის მიერ შესრულებულ რამდენიმე მუსიკალურ ნაწარმოებს მოუსმინა.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 105 წლის ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და განახლებული სასწავლებელი მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება