ბელგია უკრაინას 450 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს, მათ შორის სამასამდე ერთეულ ჯავშანმანქანას

ბელგია უკრაინისთვის 450 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ლუდივინ დედონდერზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, დახმარების პაკეტი მოიცავს სამასამდე ერთეულ LMV ჯავშანტექნიკას.

ცნობილია, რომ ეს მხარდაჭერის პაკეტი ბელგიისა და ნიდერლანდების თანამშრომლობის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას. დედონდერმა აღნიშნა, რომ ამ დახმარების ფარგლებში უკრაინა მიიღებს საარტილერიო საბრძოლო მასალას და დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკას, კერძოდ 280 ერთეულ იტალიურ Iveco LMV Lynx-ის ჯავშანმანქანას.

ბელგია კიევს 2024 წლის განმავლობაში 665 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამ თანხის თითქმის ნახევარი დამატებით საარტილერიო ჭურვებს მოხმარდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება