პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებიან, რიგითი მოქალაქეები - ღარიბდებიან, ეს არის უსამართლობა

როგორ ხდება, რომ საქართველოში ბევრად უფრო ძვირია სურსათზე ფასები, ვიდრე ჩვენს მეზობელ სომხეთში, რომელსაც საქართველოს გავლით მიეწოდება ეს პროდუქტები. იმავეს ვსაუბრობთ საწვავთან დაკავშირებით - თუ ტერმინალში მოტანილი საწვავი ღირს 1.65 ლარი, როგორ ხდება, რომ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი უკვე 3 ლარზე მეტი ღირს. ერთი დეპუტატიც არ გამოჩნდა „ქართული ოცნებიდან“, რომელიც ამ სამართლიან კითხვებს გასცემდა პასუხს, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხვნა-თესვის სამუშაოები ახლოვდება და ხალხს ძალიან უჭირს მაღალი ფასების პირობებში მიწის დამუშავება, ამიტომ რჩება ერთადერთი არჩევანი - ან შეეგუონ სიღარიბეს ან გაიქცნენ საქართველოდან.

„ფასები მაღალია, ანაზღაურება არ არის შესაბამისი. ჩვენ გვინდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე დააფიქსიროს პოზიცია ან ერთად ვისაუბროთ საკითხის გადაწყვეტაზე. თუ ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში, რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან?! ადამიანები საქართველოდან უცხოეთში მიდიან ყველაზე მძიმე სამუშაოების შესასრულებლად. „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებიან, საქართველოს რიგითი მოქალაქეები - ღარიბდებიან. ეს არის უსამართლობა. იქნებ ვინმემ გვიპასუხოთ, რატომ არის საქართველოში სურსათი უფრო ძვირი, ვიდრე მეზობელ ქვეყანაში თუ არ არის ქვეყანაში კორუფცია“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება