შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ - გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ - გახსნით ღონისძიებაში და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, კონფერენციის გახსნით ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქართველოს ოფისის დირექტორი, სარა რუპერტი.

„ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ქალ პოლიციელად ყოფნა დიდი გამოწვევაა და საპოლიციო სისტემაში მათი როლი სულ უფრო იზრდება. მან ასევე ისაუბრა ქალი პოლიციელების როლზე გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.

ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის ელჩს საქართველოში - რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ქალ სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი მოტივაციის ამაღლებას.

კონფერენცია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: შევიწროება, დისკრიმინაცია, ლიდერობა, პირადი პასუხისმგებლობა, სტრესის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, გენდერთან დაკავშირებული სტერეოტიპები და სხვ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, მეთერთმეტე წელია, საქართველოში ტრადიციულად იმართება ყოველწლიური კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება