გიორგი ვაშაძე - ჩვენ შეგვიძლია კვლავ ვიყოთ გლობალური განვითარების შუქურა - როდესაც ჩვენ შევცვლით მთავრობას და ავამუშავებთ ეკონომიკას, მოქალაქეები აუცილებლად დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, საკუთარ ოჯახებთან

ბრიუსელში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სიტყვით გამოვიდა.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოდან წასულ ქართველ ემიგრანტებზე გაამახვილა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის თქმით, ფასების ზრდის გამო ქვეყანას უამრავი ქართველი ტოვებს და ამ გადასახლების უკან ივანიშვილის პარტია დგას.

„როდესაც საქართველოში ხელფასები არ იზრდება და ფასები არ იკლებს ჩვენი ხალხი ტოვებს ქვეყანას. მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 800 000 ქართველმა დატოვა საქართველო. ამ გადასახლების უკან მხოლოდ ერთი ძალა იდგა. ქართველებს საკუთარ ქვეყანაში დარჩენის საშუალება არ აქვთ. ბევრი თქვენგანი იპოვის ჩვენს მოქალაქეებს თქვენს ქვეყანაში. მათ უმრავლესობას სახლში დაბრუნება სურს მაგრამ მათ არ შეუძლიათ საქართველოში უზრუნველად ცხოვრება. მალე, როდესაც ჩვენ შევცვლით მთავრობას და როდესაც ჩვენ ერთად ავამუშავებთ ეკონომიკას, ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, საკუთარ ოჯახებთან. ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი, ჩვენ შეგვიძლია კვლავ ვიყოთ გლობალური განვითარების შუქურა. ჩვენ გვყავს წარმოუდგენლად ნიჭიერი ხალხი, დიდი ტექნიკური და შემოქმედებითი შესაძლებლობებით. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა მსოფლიო რუკაზე, ჩვენ შევძლებთ ინვესტორებს შევთავაზოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი გზა ძლიერი კავშირებით ევროპასა და ამერიკასთან”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება