20%-იანი ფასდაკლება „ლურჯი ოკეანის“ სრულ ბიბლიოთეკაზე 31 მარტამდე იმოქმედებს!

ბიზნეს ლიტერატურის მოყვარულთათვის, გამომცემლობა „პალიტრა L”-ს სასიამოვნო სიახლე აქვს: დღეიდან - 31 მარტამდე, „ლურჯი ოკეანის“ სერიის წიგნებზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, როგორც „ბიბლუსის“ ქსელში, ასევე ვებ გვერდზე www.palitral.ge.

„ლურჯი ოკეანის“ სერია გახლავთ პროექტი, რომელსაც ქართულ საგამომცემლო სამყაროში ანალოგი არ აქვს. „ლურჯი ოკეანე“ 2015 წლიდან, ქართველ მკითხველს მშობლიურ ენაზე აცნობს ბიზნესის შესახებ მსოფლიოს ბესტსელერებს. ამ პროექტის მიზანი ქართველ მკითხველს შორის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გავრცელება და ქვეყანაში ბიზნეს განათლებისადმი ინტერესის გაღვივებაა.

„ლურჯი ოკეანის“ თითოეულ წიგნში მკითხველი იპოვის არა მხოლოდ ყოვლისმომცველ ინფორმაციას თანამედროვე ბიზნეს სტრატეგიებისა და მეთოდების შესახებ, არამედ საკუთარი აზროვნების, ემოციური ინტელექტისა და წარმატებულ ადამიანებზე ორიენტირებული მეწარმეობის უნარების განვითარების ინსტრუმენტებსაც.

ჩვენ ვცდილობთ, რომ „ლურჯი ოკეანის“ ბიბლიოთეკაში ყოველი წიგნი გახდეს შთაგონების, ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების წყარო მკითხველებისთვის, რაც დაეხმარება მათ წარმატებით გაუმკლავდნენ თანამედროვე ბიზნეს სამყაროს გამოწვევებს“, - აღნიშნავს „ლურჯი ოკეანის“ პროექტის წარმომადგენელი.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, შეიძინოთ ბიზნეს ლიტერატურის ჟანრის წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით მარტის ბოლომდე და აღმოაჩინოთ თქვენი პოტენციალი ბიზნესის სამყაროში.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება