„თეგეტა ჰოლდინგს“ Citi Bank-ის დელეგაცია ეწვია

წამყვანი გლობალური ბანკის Citi Bank-ს დელეგაცია „თეგეტა ჰოლდინგს“ საქმიანი ვიზიტით ეწვია. კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრას Citi Bank-ის ცენტრალური აზიის და კავკასიის კორპორატიული საბანკო მიმართულების დირექტორი ჯეისონ ზულო, CEEMEA რეგიონის კაპიტალის ბაზრების დირექტორი დიმიტრი კონონოვი და სანა მეჰრა, ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის მდგრადი სავალო კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები ჰოლდინგის საქმიანობასა და ფინანსურ შედეგებს გაეცნენ. მხარეებმა კომპანიის მიერ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე განხორციელებული ემისიების დეტალებიც განიხილეს.

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 2023 წელს 7 ემისია განახორციელა, განთავსებული ფასიანი ქაღალდების ჯამურმა მოცულობამ 300 მლნ ლარი შეადგინა, ინვესტორთა რაოდენობამ კი 477 მიაღწია, საიდანაც 30% არარეზიდენტი ფიზიკური პირია. „თეგეტა ჰოლდინგის“ სახელს უკავშირდება ეროვნულ ვალუტაში კავკასიაში პირველი მწვანე ფასიანი ქაღალდებისა და პირველი ფასიანი ქაღალდების ფიზიკური პირებისთვის ლარში გამოშვება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგის“ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე პრეცედენტული ემისიების განხორციელება და ინვესტორთა მხრიდან მაღალი დაინტერესება კომპანიის საერთაშორისო განვითარებას უწყობს ხელს. საერთაშორისო ექსპერტებთან განვიხილეთ მაკროეკონომიკური ტენდენციები, რაც ჰოლდინგის მიერ სწორი გადაწყვეტილებისა და დაგეგმვისათვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან მასშტაბური გეგმები გვაქვს და მათ გავაცანით თეგეტა ჰოლდინგის ხედვები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ოფიციალური ვიზიტები და ექსპერტთა აზრის გაზიარება.“

საერთაშორისო ბაზრების დინამიკის, მოლოდინებისა და მოთხოვნების განხილვის შემდეგ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანმა ექსპერტებმა კომპანიის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.

ინფორმაციას "თეგეტა ჰოლდინგი" ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს