ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მარტის დასაწყისიდან 130 რაკეტა, 320-ზე მეტი დრონი და 900-მდე მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენა - Patriot-ებმა და სხვა სისტემებმა უნდა დაიცვან სიცოცხლე და არა მტვერი დაედოთ საწყობში

რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ მარტის დასაწყისიდან სხვადასხვა ტიპის 130 რაკეტა, 320-ზე მეტი „შაჰედის“ დრონი და თითქმის 900 მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ყოველ დღე და ყოველ ღამე აწარმოებს ტერორისტულ ომს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ თვითმფრინავებით, რაკეტებით და მართვადი ბომბებით.

"უკრაინამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ეფექტურად ჩამოაგდოს რუსი ტერორისტების ნებისმიერი რაკეტა და დრონი, ჩვენ შეგვიძლია გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავი. ჩვენი ასეთი ქმედებები ათასობით ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს და უკრაინის ეკონომიკას ფუნქციონირების შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი დაცვა - საჰაერო თავდაცვის სისტემების საკმაოდ რეალური რაოდენობა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. Patriot-ებმა და სხვა სისტემებმა უნდა გააკეთონ ის, რისთვისაც შეიქმნენ, კერძოდ, დაიცვან სიცოცხლე და არა მტვერი დაედოთ საწყობში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა მსოფლიოში ყველას, ვისაც ეს ესმის და ვინც ხელს უწყობს უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს