სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ და სერტიფიკატები გადაეცათ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ევროკავშირის პროექტის „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში სამართლებრივი კომუნიკაციის შესახებ ტრენინგი 2 ეტაპად გაიარეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პროგრამის მონაწილეებს სიტყვით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა იოჰან ჰომესმა მიმართეს, სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

„პრაქტიკულ სწავლებაზე აგებული მოდული მიზნად ისახავდა მედიასთან ურთიერთობის საკითხებში თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, კერძოდ, ეფექტიანი კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლის, გადმოცემის ტექნიკების და აუდიტორიასთან მუშაობის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების მიღებას და ამ კუთხით საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.

საზოგადოებასთან და მედიასთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ტრენინგი ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მას კომუნიკაციის მოწვეული ექსპერტი მარიამ სხილაძე უძღვებოდა.

გადამზადება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოცმა თანამშრომელმა გაიარა, მათ შორის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებმა და გამომძიებლებმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება