ცესკოში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით საიას რეკომენდაციები განიხილეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) რეკომენდაციები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

სამუშაო შეხვედრა ცესკოში გაიმართა და მას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ნანუკა ყრუაშვილი და ანალიტიკოსი ნიკა ოდიკაძე ესწრებოდნენ.

„შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს იმ რეკომენდაციებისა და მოსაზრებების შესახებ, რომელიც საიამ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ სხვადასხვა არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ შეიმუშავა. ცესკოს წარმომადგენლებმა თავის მხრივ მათ მიაწოდეს ინფორმაცია ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. როგორც გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის. მისივე თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ინტენსიურად გრძელდება ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია და ამ დროისთვის უკვე 330 000-ზე მეტი ამომრჩეველია ინფორმირებული.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო საქმიანობაზე. გიორგი შარაბიძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია სტრატეგიული გეგმის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას და ყველაფერს აკეთებს, რომ საარჩევნო პროცესი მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარიმართოს. მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება ამ პროცესში სადამკვირვებლო მისიების აქტიურ დაკვირვებას და მათი ობიექტური, ნეიტრალური, მიუკერძოებელი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარებას”, - ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება