„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ ოჯახის წევრებისგან საჩუქრად ჯამში 120 468 აშშ დოლარი მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახმა ბოლო ხუთ წელში ოჯახის სხვა წევრებისგან საჩუქრად 120 468 აშშ დოლარი მიიღო.

როგორც მათივე განცხადებაშია აღნიშნული, სწორედ ასეთი ფაქტების გამოკვლევას ისახავს მიზნად მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის ლიდერის, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ - მარიკა მარიკაშვილმა, რუსუდან და თამაზ ჩინჩალაძეებმა - ოჯახის წევრებისგან საჩუქრად ჯამში 120 468 აშშ დოლარი მიიღეს, 2019-2023 წლების დეკლარაციების თანახმად.

სწორედ ასეთი ფაქტების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გამოკვლევას ისახავს მიზნად მოსამართლეთა კეთილსინდისირების შემოწმების მექანიზმი, რომლის ამოქმედებასაც ევროკომისია გვთხოვს და მთავრობა ეწინააღმდეგება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება