მიხეილ დაუშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით „ოცნებამ“ გვითხრა, რომ მხარდაჭერის სერიოზული დეფიციტი აქვთ, ისტორიის მინიმალურ მაჩვენებელზე არიან

ცესკოს თავმჯდომარე „ოცნებისთვის“ კომფორტული კანდიდატი კი არ უნდა იყოს, არამედ ყველასგან დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდეს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებული ცვლილებებით მოსახლეობას უთხრა, რომ მხარდაჭერის სერიოზული დეფიციტი აქვს.

„ქართული ოცნება“ თავის ტყუილებში გაიხლართა. ამდენი ხანია გვიმტკიცებენ, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ და საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებენ. თუ ამის ასე სჯერათ, მაშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ სიმძიმის ცვლილებები რაში სჭირდებათ? - ამ ცვლილებებით „ოცნებამ“ გვითხრა, რომ მხარდაჭერის სერიოზული დეფიციტი აქვთ, რეალურად, თავიანთი ისტორიის მინიმალურ მაჩვენებელზე არიან.

ასევე, განიხილავდნენ იმას, რომ „ლელოს“ ოპოზიციური მოადგილე ცესკოში გადატრიალებას მოაწყობდა. თუ ამ კონსპირაციის თეორიის მართლა სჯეროდათ, მაშინ ცვლილებები ოპოზიციონერი მოადგილის უფლებამოსილებებს უნდა შეხებოდა. რეალურად ცვლილებები ემსახურებოდა იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად დანიშნოს.

რა უფრო ლოგიკურია, მსგავსი უწყების თავმჯდომარე მრავალპარტიულად ინიშნებოდეს, თუ ერთპარტიულად? „ოცნებას“ კანდიდატად მხოლოდ ერთი ადამიანი ჰყავს, სხვას არავის განიხილავენ. ცესკოს თავმჯდომარე ოცნებისთვის კომფორტული კანდიდატი კი არ უნდა იყოს, არამედ ყველასგან დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდეს“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება