ლოიდ ოსტინი - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი-გავაგრძელებთ კონგრესთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა გარანტირებული იყოს, რომ უკრაინა აუცილებელ დახმარებას მიიღებს

კონგრესში უკრაინის დახმარების დამტკიცების მხრივ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში მე-20 სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჯერ კიდევ ვხედავ კონგრესის ორივე პალატაში უკრაინის ფართო მხარდაჭერას, ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრესს დავინახავთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ეს ისეთი რამ არის, რომლის ბოლომდე პროგნოზირება არ შეიძლება. გავაგრძელებთ კონგრესთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა გარანტირებული იყოს, რომ უკრაინა მისთვის აუცილებელ დახმარებას მიიღებს”, - განაცხადა ოსტინმა.

მან აღნიშნა, რომ “რამშტაინის” ფორმატის მე-20 შეხვედრაზე დაახლოებით 50 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა უკრაინის დახმარება განეხილათ.

“ახლაც მესმის ერთიანობა და ერთგულება იმაზე, რომ ამ მხარდაჭერის გაგრძელების საშუალება ვიპოვოთ, ამიტომ ვხედავთ, თუ როგორ აქტიურდებიან მოკავშირეები და პარტნიორები, მაგრამ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან-ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ოსტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს