ანჯეი დუდა - რუსეთმა ნატო-ზე თავდასხმა, შესაძლოა, 2026-2027 წლებში განახორციელოს

რუსეთმა ნატო-ზე თავდასხმა, შესაძლოა, 2026-2027 წლებში განახორციელოს, წევრმა ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და შემაკავებელი მექანიზმი შექმნან, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პუტინი აორმაგებს ომის ეკონომიკაზე გადასვლის ტემპს ნატო-ზე თავდასხმის მიზნით, რაც შეიძლება რამდენიმე წელიწადში მოხდეს.

„განგაშის ზარი რეკავს: 2-3 წელი გვაქვს, რომლის დროსაც შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა, მოვაგროვოთ საბრძოლო მასალა და ვაწარმოოთ იარაღი, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ევროპული უსაფრთხოება, მოვამზადოთ და უზრუნველვყოთ, რომ შეჭრა არ მოხდეს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ომში არ ჩავერთოთ. მიზანი ისეთი შემაკავებელი მექანიზმის შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენზე თავდასხმა არ მოხდეს“, - აღნიშნა დუდამ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის სადაზვერვო სამსახურებმა მთავრობისთვის მოამზადეს რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის ანალიზი, რომელიც პროგნოზირებს, რომ მან, 2026 წლიდან, შესაძლოა, ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება