რუსტემ უმეროვი „რამშტაინის” შეხვედრის შედეგებზე - უკრაინა საჰაერო თავდაცვისთვის მეტ საბრძოლო მასალას და რაკეტებს მიიღებს

„რამშტაინის” ფორმატში გამართულ მე-20 შეხვედრაზე პარტნიორი ქვეყნების კოალიციამ აჩვენა თავისი ერთიანობა და აქტიურობა უკრაინის დასახმარებლად, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

„საბრძოლო მასალა არის ის, რაც ჩვენს მეომრებს კრიტიკულად სჭირდებათ და ის იქნება! ეს იყო შეხვედრის მთავარი თემა. პარტნიორებმა გამოაცხადეს დახმარების პაკეტები, რომლებიც მოიცავს 155 მმ-იან, 152 მმ-იან, 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების, რომ ეძებენ და პოულობენ აგრესორის მოსაგერიებლად საჭირო საბრძოლო მასალას მთელ მსოფლიოში. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მეტი რაკეტა იქნება. მადლობელი ვარ გერმანიის თავდაცვის მინისტრის, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინის ცა უკრაინელებს ეკუთვნით. ამიტომ, ჩვენი საერთო ამოცანაა უკრაინის უპირატესობის უზრუნველყოფა ჰაერში“, - აღნიშნა რუსტემ უმეროვმა.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს F16 ტიპის თვითმფრინავები აშშ-დან, დანიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან და რუმინეთიდან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს