აშშ-ის საჰაერო ძალებმა ჰიპერბგერითი იარაღი გამოცადა

აშშ-ის საჰაერო ძალებმა ჰიპერბგერითი იარაღი წარმატებით გამოცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის საჰაერო ძალებმა გამოცდა კვირას ჩაატარეს, მას შემდეგ, რაც ბომბდამშენი B-52 გუამიდან აფრინდა და ARRW სწრაფი რეაგირების რაკეტა გაუშვა. აშშ-ის საჰაერო ძალებს ჰიპერბგერითი იარაღის ფრენის სიჩქარის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის, აშშ ერთადერთი სახელმწიფო არ არის, რომელიც ჰიპერბგერითი იარაღის განვითარებაზე მუშაობს.

ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ჰიპერბგერითი რაკეტა უკრაინაში გამოიყენა, ხოლო ჩინეთმა გასული წლის ოქტომბერში ჰიპერბგერითი იარაღის გამოცდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს