„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ჯარისკაცები ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ქართულ-ამერიკულ სკოლაში იმყოფებოდნენ. მათ მაღალი კლასების მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

„მოსწავლეებმა თავდაცვის ძალებში სამსახურის ფორმების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. სამხედრო მოსამსახურეებმა მათ ქართული ჯარის ისტორია, როლი, ამოცანები და პრიორიტეტები გააცნეს. ჯარისკაცებმა მოსწავლეების შეკითხვებსაც უპასუხეს.

„ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი 2018 წლიდან მიმდინარეობს. 2023 წლიდან „ჩვენი ჯარი“ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მოიცავს და საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და უნივერსიტეტებში წარმატებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება