ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების გარეშე დაშვება 2025 წლის ივნისამდე გაგრძელდება

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით, ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების გარეშე დაშვება 2025 წლის ივნისამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს.

გადაწყვეტილების თანახმად, ევროკომისია სწრაფად მოქმედებას შეძლებს, თუ უკრაინული პროდუქციის იმპორტი ევროკავშირის ბაზარზე ან რომელიმე წევრის ბაზარზე მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევს.

შეთანხმების გახანგრძლივების შემდეგ, მგრძნობიარე პროდუქტებზე განსხვავებული წესები იმოქმედებს, კერძოდ, შაქარზე, კვერცხზე, ფრინველზე, შვრიასა და თაფლზე, რომლებზეც შეზღუდვა 2022 და 2023 წლების დონეზე მოხდება. ტარიფები ხელახლა დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პროდუქტებზე იმპორტის დონე 2022 და 2023 წლების მოცულობას გადააჭარბებს.

ცნობისთვის, უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება პირველად ძალაში 2022 წლის ივნისში შევიდა. მის მიზანს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევის ეკონომიკის დახმარება წარმოადგენს.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს