„საქსტატი“ - 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 246.1 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 10.1%-ით აღემატება

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 246.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 7.5 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წელს 2.5 პროცენტით განისაზღვრა.

„მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.6 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.5 პროცენტი), მშენებლობა (7.9 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (6.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2 პროცენტი), ინფორმაციისა და კომუნიკაცია (5.9 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.2 პროცენტი).

2023 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.6 პროცენტი), მშენებლობა (17.2 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (13.3 პროცენტი), განათლება (18.9 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (19.1 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (3.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (7.1 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-15.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.8 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება