თბილისის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, რომელიც ისანში ჩამოინგრა, მობინადრეები არ ცხოვრობდნენ

ისანში, მეტეხის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლში მობინადრეები არ ცხოვრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 14 ოჯახი ქირით არის გაყვანილი.

„ისნის რაიონში, მეტეხის ქუჩის N14-ში ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლი, რომელშიც, მისი ავარიულობიდან გამომდინარე, მობინადრეები არ ცხოვრობდნენ, ხოლო პერიმეტრი შემოსაზღვრული იყო დამცავი ღობით.

აქ მცხოვრები 14 ოჯახი გაყვანილია ქირით, რასაც ისნის რაიონის გამგეობა აფინანსებს. აღნიშნული შენობა-ნაგებობა მონაწილეობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში, რომლის ფარგლებში იგეგმება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება დაშავებულ მოქალაქეს, არ არის ადგილობრივი მაცხოვრებელი და ტერიტორიაზე მისი ყოფნის მიზანი ჩვენთვის უცნობია“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს