მამუკა მდინარაძე - შარშან ამერიკული კანონი რომ გაარუსულეს, იმ კანონის მიზანი ფინანსების გამჭვირვალობა იყო - NGO სექტორის ძირითადი ნაწილი გვატყუებს, რომ გამჭვირვალეა, სინამდვილეში არ ვიცით რამდენი მილიონი სად და როგორ იხარჯება

შარშან ამერიკული კანონი რომ გაარუსულეს, ყოველ შემთხვევაში, ამის მძლავრი მცდელობა იყო - იმ ამერიკული კანონის მიზანი გახლდათ ის, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ფინანსები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის ძირითადი ნაწილი იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა, სინამდვილეში კი, არავინ იცის სად და რამდენი მილიონი იხარჯება.

„ვინმემ მიპასუხოს, რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, აშშ-დან წამოსული გადამხდელის ფული. მე დავასახელებ კარგ მიმართულებას, მაგალითად: სოფლის მეურნეობა, ტრენინგები, დემოკრატიის განვითარება, მაგრამ, როდესაც მიდის საარჩევნო მიზნებისთვის, უმცირესობის მიზნებისთვის - „ვილა მოსავალში“ იციან მათ ზუსტად, რომ ეს დაიხარჯა უმცირესობის უფლებებზე? თუ ის ინფორმაციაა მართალი, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული დაიხარჯა ლგბტ პროპაგანდის მხარეს, რომ, როდესაც ჩვენ კანონს დავწერთ და ამ კვირაში უკვე კანონი მზად იქნება უკვე - ამის წინააღმდეგ როგორ იმოქმედონ. თქვენ ზუსტად იცით, ასეა თუ ისეა? - არ ვიცით. შესაბამისად, ერთი წელია, ჩვენი NGO სექტორის ძირითადი ნაწილი გვატყუებს, რომ გამჭვირვალეა [დაფინანსება]. სინამდვილეში არ ვიცით, რამდენი მილიონი სად და როგორ იხარჯება, არც დოლარი, არც რუბლი და სხვათა შორის, არც ტაივანური და სხვა ვალუტები”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო