მამუკა მდინარაძე - მე რომ ვახტანგ გომელაურს კითხვები დავუსვა სხდომათა დარბაზში, მგონია, გულწრფელი და ბუნებრივი არ ვიქნები

მე რომ ვახტანგ გომელაურს კითხვები დავუსვა სხდომათა დარბაზში, მგონია, რომ გულწრფელი და ბუნებრივი არ ვიქნები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ვინაიდან ვახტანგ გომელაური პოლიტსაბჭოს წევრია, ყველა კითხვაზე, რომელიც ჰქონდა, პირადი კომუნიკაციის დროს მიიღო პასუხი.

„მე რომ ვახტანგ გომელაურს კითხვები დავუსვა სხდომათა დარბაზში, მგონია, რომ გულწრფელი და ბუნებრივი არ ვიქნები. რადგან ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრია, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს და ამ კომუნიკაციის ფარგლებში მე მისგან რაც მაინტერესებდა, პირადი კომუნიკაციის დროსაც მიღებული მაქვს პასუხი. ამიტომ მე კითხვებს დღეს არ დავსვამ, რადგან არ ვიქნები გულწრფელი და ბუნებრივი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მამუკა მდინარაძემ უპასუხა შეკითხვას ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სავარაუდო თავდასხმაზე, რა დროსაც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ „გამორიცხული არაფერია“.

„რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმას, ფიზიკურ თავდასხმაზე არ ვიცი რაიმე გამოძიება თუ არის დაწყებული. ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მედიასაშუალებებიდან გავრცელდა, მე მასზე თავდასხმა ვნახე, სადაც ისიც კი იკადრეს, რომ გარდაცვლილი მამის ბიოგრაფია გაყალბდა, გარდაცვლილი მამის დისკრედიტაციის მიზნით. ეს თავდასხმა ნამდვილად ვნახე. ჩემი აზრით, ყველა ლოგიკითა და მტკიცებულებით მასზე ეს მორალური კუთხით თავდასხმა დაგეგმილი იყო. თუმცა, ამ ადამიანმა შემდგომ განცხადებით დეტალურად, ამომწურავად განცხადებით გასცა პასუხი ისე, რომ კითხვის ნიშნები აღარ რჩებოდა ამ თემაზე. ფიზიკურ თავდასხმასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, „ნაცებისგან“ გამორიცხული არაფერია. ხაზარაძე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი შტოა, ყველას თავისი სამარკო ნიშანი აქვს, ზოგი ღალატის სამარკო ნიშნით იკავებს თავის ფუნქციას“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. შს მინისტრი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. მინისტრი სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება