მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს მომდევნო კვირაში დაარეგისტრირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს მომდევნო კვირაში დაარეგისტრირებს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი კვირის ბოლომდე მზად იქნება.

„ორი კვირა ველოდეთ, ერთი სიტყვა არ თქვეს ამასთან დაკავშირებით და ვინც თქვა, ის პრაქტიკულად, ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადგა. მათ არ შეუძლიათ უფლებებისა და პროპაგანდის ერთმანეთისგან გამიჯვნა. როგორც ჩვენ ვთქვით, კვირის ბოლომდე კანონპროექტი მზად იქნება, ამის შემდეგ ამას ჩვენ დავაინიცირებთ. კვირის ბოლომდე ნამდვილად მზად იქნება, მაქსიმუმ მომდევნო კვირის პირველივე დღეს დავარეგისტრირებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება