ვახტანგ გომელაური - „კანონისა და წესრიგის“ 2023 წლის ანგარიშში საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია და უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კანონისა და წესრიგის“ 2023 წლის ანგარიშში საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია და უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

გომელაურის თქმით, ამავე კვლევის თანახმად, საქართველო თანაბარი ქულებით იკავებს ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით როგორებიცაა: ავსტრია, ნიდერლანდები, ჰონგ-კონგი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

„გასული წლების შედეგები დადებითად აისახა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიურ გლობალურ ინდექსში.

ინდექსი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის საშუალებითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება, დაცულობის შეგრძნება და მათი ნდობის ხარისხი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.

კვლევის მიხედვით, 2022 წლის ანგარიშთან შედარებით, 2023 წლის ანგარიშში საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია. მინიჭებული ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა. ამავე კვლევის თანახმად, საქართველო თანაბარი ქულებით იკავებს ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით როგორებიცაა: ავსტრია, ნიდერლანდები, ჰონგ-კონგი და არაბთა გაერთიანებული საემიროები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება